ცესკო თვითმმართველობის არჩევნების განმეორებით კენჭისყრაზე ინფორმაციას ავრცელებს

ცესკო ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 29 ივნისს, 08:30 საათიდან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.

ცესკო-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც კომისიის ცხელი ხაზი (2 51 00 51), ისე ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი. შესაბამისად, ყველას შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი ასეთია: 08:30 საათი, 12:30 საათი, 17:30 საათი, 20:30 საათი. განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.

29 ივნისს განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება შემდეგ უბნებში: №22 მარნეულის საარჩევნო ოლქის - №25 და №57 საარჩევნო უბნები; №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის - №5 საარჩევნო უბანი; №28 დუშეთის საარჩევნო ოლქის - №4, №6, №47 და №52 საარჩევნო უბნები; №40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქის - №1 საარჩევნო უბანი; №55 ხონის საარჩევნო ოლქის - №22 საარჩევნო უბანი; №57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის - №2 და №5 საარჩევნო უბნები; №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის - №32 საარჩევნო უბანი; №79 ბათუმის საარჩევნო ოლქის - №103 საარჩევნო უბანი; №81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის - №34 საარჩევნო უბანი.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში