მარნეულის #25-ე და #57-ე საარჩევნო უბნებზე განმეორებითი კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის #25-ე და #57-ე საარჩევნო უბნებზე განმეორებითი კენჭისყრა დილიდან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
განმეორებითი კენჭისყრა აღნიშნულ უბანზე მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით ტარდება. დილიდან ორივე უბანზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა ფიქსირდება. სოფელ ზემო სარალის #57-ე საარჩევნო უბანთან რიგებიც კი დგას.
ზემო სარალის #57-ე საარჩევნო უბანზე არჩევნების პროცესს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", "სამართლიანი არჩევნების", "განვითარებისა და დემოკრატიის სააგენტოს" და "მრავალეროვანი საქართველოს" დამკვირვებლები აკვირდებიან.
აღნიშნულ უბანზე 919 ამომრჩეველია საარჩევნო სიაში, ხოლო 25-ე საარჩევნო უბანზ 1000-ზე მეტი ამომრჩეველი ფიქსირდება.
ამ დროის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 10%-მდე მიიღო. როგორც მარნეულის #22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იაკობ ასანიძე აცხადებს, საარჩევნო უბნები მარნეულის ოლქში 07:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემის პროცედურა კი კანონით დადგენილი ნორმით, 08:00 საათიდან მიმდინარეობს. #25-ე და #57-ე საარჩევნო უბნებზე პირველი ამომრჩეველი დაახლოებით 08:05 საათზე მივიდა.

























