მარნეულის #25-ე და #57-ე საარჩევნო უბნებზე არც ერთი საჩივარი არ დაწერილა

მარნეულის #25-ე და #57-ე საარჩევნო უბნებზე ამ დროისათვის არც ერთი საჩივარი არ დაწერილა. 12:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 25%-მა მიიღო.
განმერებითი კენჭისყრა მიმდინარეობს თეთრიწყაროში, დაბა მანგლისის #5-ე საარჩევნო უბანზეც, სადაც არჩევნები მარნეულის მსგავსად მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით ტარდება.
თეთრიწყაროს #26 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ მეტრეველის განცხადებით, 12:00 საათის მონაცემებით #5-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 10% მივიდა, საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში, ყოველგვარი ექსცეცების გარეშე მიმდინარეობს.
მარნეულში, სოფელ ზემო სარალის #57-ე და ულაშლოს #25-ე საარჩევნო უბნებზე, ასევე მანგლისის #5-ე უბანზე, საარჩევნო პროცესს საარჩევნო სუბიექტების, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებიან.

























