განმეორებითმა არჩევნებმა ტყიბულში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა

განმეორებითმა არჩევნებმა ტყიბულში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა

ტყიბულის #57-ე საარჩევნო ოლქის #2-ე და #5-ე საარჩევნო უბნებზე მაჟორიტარული სისტემით განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდა.

დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე რაიმე სახის დარღვევა არ დაფიქსირებულა. არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ორივე უბნის ამომრჩველთა საერთო რაოდენობა 2934-ს შეადგენდა. 20:00 საათისათვის ორივე უბანზე 950 ამომრჩეველი მივიდა და საკუთარი არჩევანი გააკეთა. ამ დროისთვის საარჩევნო უბნები დახურულია და მიმდინარეობს ხმების დათვლა.

აღნიშნულ უბნებზე 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საარჩევნო პროცედურების დროს დარღვევები დაფიქსირდა, რის გამოც საოლქო საარჩევნო კომისიამ შედეგები ბათილად ცნო. გაბათილებულ უბნებზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 29 ივნისს განმეორებითი არჩევნები დანიშნა.