სოფელ ძეძილეთში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გაიმარჯვა

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთში განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია.
სოფელში რეგისტრირებული 399 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი 306-მა ადამიანმა გააკეთა. აქედან "ნაციონალურ მოძრაობას" მხარი 169 ამომრჩეველმა დაუჭირა, ხოლო "ქართულ ოცნებას" - 135-მა.

























