მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია

მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარ მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში განუცხადეს.

4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თბილისის დროით 21:26 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დედოფლისწყაროდან ჩრდილო- აღმოსავლეთით, დაახლოებით 13 კილომეტრში და სოფელ ყარაღაჯიდან 9 კილომეტრში მდებარეობდა.