გიორგი მღვდელაძე - ეკონომიკური ზრდა, მთავრობის პროგნოზს 0,5 პროცენტით აღემატება

"ადამიანი, კანონი, თავისუფლების" ეკონომისტი გიორგი მღვდელაძე მომავალ კვარტლებში შედარებით მაღალ ეკონომიკურ ზრდასვარაუდობს. მისი პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა მსოფლიო ბანკის საპროგნოზო ნიშნულს (6,3%) სავარაუდოდ უპრობლემოდ მიაღწევს.

"თვეების მიხედვით ყველაზე მაღალი ზრდა მარტის თვეში 8,3%, ხოლო ყველაზე დაბალი აპრილში, 2,7% დაფიქსირდა. საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით მიმდინარე წლის 5 თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემების საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 6%-ს გადააჭრბა, 0,5%-ით აღემატება მთავრობის მიერ ნავარაუდები ზრდის ტემპს. იმის გათვალისწინებით, რომ წინ გვაქვს საკურორტო სეზონი და ტურისტების მატებას უნდა ველოდოთ, ამასთანავე ქვეყანაში სავაჭრო ბრუნვა სისტემატური ზრდის ტემპით ხასიათდება, მომავალ კვარტლებში შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა უნდა დაფიქსირდეს. გარდა ამისა, ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია წლის ბოლო კვარტალი, რომელიც ყოველთვის უფრო მაღალი ზრდით ხასიათდება. შესაბამისად, ამ და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე ეკონომიკური ზრდა მსოფლიო ბანკის საპროგნოზო ნიშნულს (6,3%) სავარაუდოდ უპრობლემოდ მიაღწევს", - აცხადებს გიორგი მღვდელაძე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია