სამთავრობო კომისიამ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების საკითხებზე იმსჯელა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, დღეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომას კომისიის თანათავმჯდომარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი უძღვებოდა.
სხდომის მუშაობაში სხვადახვა სამინისტროების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სხდომაზე კომისიამ სამი საკითხი განიხილა: კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების ეკონომიკური მდგომარეობა; საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან მიმდინარე მოლაპარაკებები; დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტები გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში.
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია გასული წლის პირველ ოქტომბერს შეიქმნა.

























