პრობაციონერებმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ სანაპირო ზოლი დაასუფთავეს

პრობაციონერებმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ სანაპირო ზოლი დაასუფთავეს

აჭარის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფმა პირობით მსჯავრდებულებმა, პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად , ბათუმის სანაპირო ზოლი საყოფაცხოვრებო და ზღვიდან გამორიყული ნარჩენებისგან გაწმინდა.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა მიიღო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ.

ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, პრობაციონერების მონაწილეობით რეგულარულად იმართება გარემოს დაცვის ღონისძიებები, რათა ადამიანებს კომფორტულ გარემოში შეეძლოთ დასვენება. ამასთან, საზოგადოებისათვის სასარგებლო აქციებში ჩართვა პირობით მსჯავრდებულებს რესოციალიზაციაში ეხმარება.