კახა კალაძე - ნიკანორმა დაამტკიცა, რომ პოლიტიკური ჯამბაზია

კახა კალაძე - ნიკანორმა დაამტკიცა, რომ პოლიტიკური ჯამბაზია

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე პრემიერი კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატების, დავით ნარმანიას და ნიკა მელიას დებატებს გამოეხმაურა.

როგორც კახა კალაძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა, დავით ნარმანია დებატებში ღირსეულად გამოვიდა, ხოლო მელიამ დაამტკიცა, რომ პოლიტიკური ჯამბაზია.

"დებატებს რაც შეეხება, ვფიქრობ, დავით ნარმანია ღირსეულად გამოვიდა, ნიკანორმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის პოლიტიკური ჯამბაზი", - აღნიშნა კახა კალაძემ.

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატს, დავით ნარმანიასა და "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას შორის დებატები გუშინ გაიმართა.