17:00 საათის მონაცემებით, რუსთავში ამომრჩეველთა 26.86%-იანი აქტივობა დაფიქსირდა

17:00 საათის მონაცემებით, რუსთავში ამომრჩეველთა 26.86%-იანი აქტივობა დაფიქსირდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს" რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს , 17:00 საათისათვის საარჩევნო უბნებზე 28 001 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო სიის 26. 86%-ს შეადგენს.
მშვიდი ვითარებაა #79 საარჩევნო უბანთან, სადაც ორიოდე საათის წინ ,,თავისუფალი ზონის", ,,ნაციონალური მოძრაობისა" და ,,ქართული ცნების" აქტივისტებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

























