სოფელ გორდის მე-5 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელი ზეინაბ ფოლკეშტეინი ამომრჩეველს ფიზიკურად გაუსწორდა

ხონში, სოფელ გორდის მე-5 საარჩევნო უბანზე, დამკვირვებელი ამომრჩეველს ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ , დამკვირვებელმა ზეინაბ ფოლკეშტეინმა ამომრჩეველი სასტიკად სცემა იმ მიზეზით, რომ თითქოს მეორეჯერ ცდილობდა ხმის მიცემას. მისივე განცხადებით, დამკვირვებელი უბნის შემოსასვლელში იდგა და არავის არ აძლევდა უბანზე შესვლის უფლებას. ერთ-ერთი ამომრჩეველი კი, სასტიკად სცემა. სამართალდამცველების გამოძახება გახდა საჭირო, თუმცა მათაც სიტუაციის დარეგულირება თავიდანვე ვერ შეძლეს.
"ქალბატონი, რომელიც დამკვირვებლად ასაღებდა თავს, აგრესიულობით გამოირჩეოდა, საბოლოოდ პოლიციამ ის ძალის გამოყენებით გაიყვანა უბნიდან", - აცხადებენ თვითმხილველები. თუმცა, შსს-ში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით უწყებაში შეტყობინება არ შესულა.
უბანზე საარჩევნო პროცესი ამ წუთებში ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

























