რუსთავში 84-ივე საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა

რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გაგა აფციაურის ინფორმაციით, რუსთავში 84-ივე საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა. 104 251 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 35 581 მიიღო და 34.13 %- იანი აქტივობა დაფიქსირდა. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობს.

























