ხონში "ქართული ოცნება" გამარჯვებას წინასწარ აღნიშნას

ხონში "ქართული ოცნება" გამარჯვებას წინასწარ აღნიშნას

ხონში "ქართული ოცნების" წარმომადგენლები გამარჯვებას წინასწარ აღნიშნავენ. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში კოალიციის ოცამდე აქტივისტი ავტომანქანებით, დროშებითა და შეძახილებით გადაადგილდება და ადგილობრივებს ჯემალ მებუკის გამარჯვებას ულოცავს.

თუმცა, საოლქო კომისიას ხონში არჩევნების წინასწარი შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებია. ხონში არჩევნები მთელი დღის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა, გარკვეულ უბნებზე დარღვევებსაც ჰქონდა ადგილი.