ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე გოგი ხელაძე გახდა

ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე გოგი ხელაძე გახდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, "ქართული ოცნების" დეპუტატი გოგი ხელაძე გახდა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მას 30-დან 21 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მის კონკურენტს, დამოუკიდებელ კანდიდატ ემზარ თევდორაძეს კი 9 ხმა ერგო, ერთი ბიულეტენი ბათილი აღმოჩნდა.

როგორც გოგი ხელაძემ განაცხადა, მას სურს, რომ ახლად არჩეული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქმეზე იყოს ორინტირებული. "მთავარია, რომ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე ვიყოთ გამჭვირვალე. იმედია ერთად ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ", - აღნიშნა გოგი ხელაძემ.

გოგი ხელაძე 62 წლისაა, განათლებით ინჟინერ-მექანიკოსია. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს კოალიცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.