ფოთსა და ბაქოს შორის საკონტეინერო ბლოკ-მატარებელი SILK BRIDGE ივლის

სს "საქართველოს რკინიგზის" შვილობილ კომპანია "ტრანს კავკასუს ტერმინალსსა" და "აზერბაიჯანის რკინიგზას" შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მიმდინარე წლის 15 ივლისიდან ფოთი-ბაქოს (კიშლი) სარკინიგზო მონაკვეთზე, ბლოკ-მატარებელი რეისების შესრულებას დაიწყებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, მისი მეშვეობითაც ყოველ სამშაბათს და შაბათს ფოთიდან ბაქოს მიმართულებით განხორციელდება კონტეინერების გადაზიდვა. ტვირთების ფოთიდან ბაქოში ტრანსპორტირებას 34 საათი დასჭირდება.

15 ივლისს, ფოთში, 16:00 საათზე კომპანია "ტრანს კავკასუს ტერმინალსის" ტერმინალზე დაგეგმილია ფოთი-ბაქოს (კიშლი) ბლოკ-მატარებლის გახსნის საზეიმო ღონისძიება, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნათია მიქელაძე დაესწრება.

როგორც "საქართველოს რკინიგზაში" აცხადებენ, აღნიშნული პროექტის ამოქმედებით ტვირთმიმღებს საშუალება ექნება მიიღოს თავისი ტვირთი 34 საათის განმავლობაში. პროექტი ასევე შეამცირებს საავტომობილო გზებზე საკონტეინერო მანქანების მოძრაობას, რაც მაგისტრალის განმუხტვისთვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება