საფეხბურთო კლუბ "მეტალურგის" ფანკლუბის წევრებმა აქცია გამართეს

რუსთავის საფეხბურთო კლუბ ,,მეტალურგის" ფანკლუბის წევრებმა მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ,,მეტალურგის" ფანკლუბის წევრები გუნდის სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გასხვისებას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ,,მეტალურგი" 11 ივლისს გაიყიდა, ახალ მეპატრონეს გუნდის დასაფინანსებლად ერთი ლარიც კი არ დაუხარჯავს, გასაცემია ხელფასები და ფეხბურთის გუნდს დაშლა ემუქრება.

აქციის მონაწილეები მეტალურგიული ქარხნის გენერალურ დირექტორთან შეხვედრას მოითხოვდნენ, თუმცა მათ საწარმოს ადმინისტრაციამ შეხვედრაზე უარი უთხრა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში