ორგანიზაცია "სამართლის მეცნიერთა კავშირის " პრეზენტაცია გაიმართა

ტექნიკურ უნივერსიტეტში, დღეს ორგანიზაცია "სამართლის მეცნიერთა კავშირის " პრეზენტაცია გაიმართა. ორგანიზაცია სხვადასხვა უნივერსიტეტისპროფესორებით არის დაკომპლექტებული.

პრეზენტაციაზე კავშირის წევრთა, კერძოდ, სამართლის დარგის მეცნიერების, პროფესორების: ოთარ გამყრელიძის, გია მეფარიშვილის, ზურაბ ძლიერიშვილის, ჯემალ გახოკიძის, გია ლილუაშვილის და ვალერი ხრუსტალის წიგნების პრეზენტაციები მოეწყო.

პრეზენტაციას დაესწრნენ ქვეყნის უნივერსიტეტების, მთავრობის, სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

"კავშირის მიზნებია სამართლის მეცნიერებისა და იურიდიული განათლების განვითარების ხელშეწყობა, სამართლის მეცნიერთა და მკველავართა, ასევე სამართლის დარგში სამეცნიერო კვლევების კოორდინაცია, სამართლის მეცნიერთა და პროფესორ-მასწავლებელთა უფლებათა დაცვა", - განაცხადა კავშირის თავმჯდომარემ ზურაბ ჭყონიამ.

ღონისძიებას საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანიც დაესწრო.

"საქალაქო სასამართლო აუცილებლად ითანამშრომლებს "სამართლის მეცნიერებათა კავშირთან", ჩვენი მხრიდან ყველანაირი ხელშეწყობა იქნება, გვაქვს რამდენიმე ვებ-გვერდი, სადაც დაშტრიხული სახით გადის გადაწყვეტილებები. ამით გვინდა ხელი შევუწყოთ სამეცნიერო წრეებს, რომ შეისწავლონ ჩვენი გადაწყვეტილებები და გარკვეული პრაქტიკის განზოგადება მოახდინონ", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა