ბათუმში შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი გაიხსნა

ბათუმში რიგით მერვე შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალის პირველი დღე ლეგენდარული ჯგუფის ქულ ენდ ზი გენგ-ის (KOOL AND THE GANG) მუსიკალური ნომრებით დაიწყო.
ბათუმში მყოფ დამსვენებლებს სამი დღის განმავლობაში საშუალება ექნებათ მოისნინონ ლივ ვორფილდის და ჯგუფი ნიუ ფაუვერ ჯენერეიშენის (LIV WARFIELD feat, NPG Hornz), ასევე, მარიო ბიონდის (MARIO BIONDI), ბუცი ქოლინსი და ფანქ იუნითი ბენდის (bootsy Collins & The Funk Unity Band) მუსიკალური ნომრები.
ჯაზის საღამოები ბათუმის ბულვარში კორტებზე იმართება. ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ 2008 წლიდან ბათუმის ჯაზ-ფესტივალი ევროპის ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ფესტივალების კატალოგშია შესული.
ჯაზ-ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბათუმში სასტუმრო "ინტურისტებში" და კლუბ Take Five-ში. ფასიანი კონცერტების გარდა, ფესტივალის ეგიდით ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ბენდი MEN IN BRASS სამი დღის განმავლობაში 15 უფასო შოუს გამართავს.
ფესტივალზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ენახათ მუსიკალური ინსტრუმენტის მოხატვა.

























