"საქართველოს რეფორმების ასოციაცია" ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ახალციხეში ტრენინგს გამართავს

"საქართველოს რეფორმების ასოციაცია" ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ახალციხეში ტრენინგს გამართავს

"საქართველოს რეფორმების ასოციაცია" ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ახალციხეში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ევროატლანტიკურიინსტიტუტების და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხების შესახებ ტრენინგს გამართავს. ნინოწმინდასა და ახალქალაქში ტრენინგი დღეს, ახალციხეში კი ხვალ გაიმართება.

ტრენინგს ჩაატარებს, "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე.

როგორც "ინტერპრესნიუსს" რეფორმების ასოციაციიდან აცნობეს, აღნიშნულ ტრენინგებზე შემდეგი საკითხები განიხილება: ევროკავშირის/ნატოს ინსტიტუტები და ინსტრუმენტები; საქართველო ევროკავშირის/ნატოს/რუსეთის ურთიერთობები; ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკა; ევროატლანტიკური ღირებულებები, ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ მითები საქართველოში.

ღონისძიების მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ მასწავლებლები, ადგილობრივი ორგანიზაციები, მუნიციპალიტეტების, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები, ადგილობრივი მასმედია, რელიგიური ჯგუფები და ექიმები.

აღნიშნული აქტივობა ტარდება პროექტის "რატომ ევროპა?-ეთნიკური უმცირესობები ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს რეფორმების ასოციაცია ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს"'' ხელშეწყობით, "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ და რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) ახორციელებს.