საირმეში დაკარგულ დამსვენებელს ვერტმფრენებით ეძებენ

კურორტ საირმეში სამი დღის წინ დაკარგულ დამსვენებელს ვერტმფრენებით ეძებენ. საირმის ხეობის თავზე ამ წუთებში ვერტმფრენები დაფრინავს, რომლითაც სამართლადმაცავები ცდლობენ ხეობაში სამი დღის წინ დაკარგული ახალგაზრდის ცოტნე ჭანტურიას პოვნას. საირმეში იმყოფებიან სამართალდამცავები, საპატრულო პოლიციის ჯგუფები, ასევე დაკარგულის ოჯახის წევრები.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დამსვენებლებმა განუცხადეს, ოთხი ახალგაზრდა საირმის მთაზე სამი დღის წინ ავიდა, სადაც ჯვარია დადგმული. ამ ოთხიდან სამი უკან დაბრუნდა, ხოლო ცოტნე ჭანტურიას ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
როგორც დამსვენებლები აცხადებენ, ცოტნე ჭანტურიამ მათთან ერთად წასულებს განუცხადა, რომ ის ჯვართან ახლოს უნდა მისულიყო, რომელიც კლდოვან ნაწილზეა აღმართული. დანარჩენებმა უთხრეს, რომ ისინი ასე ახლოს ვერ მივიდოდნენ, ჭანტურიამ კი უთხრა, რომ ისინი უკან დაბრუნებულიყვნენ, მობილურიც მათ გადასცა რადგან ჯიბე არ ჰქონდა და თვითონ ჯვირსკენ გაემართა.

























