ქვემო ქართლში ევროინტეგრაციის საკითხებზე ტრენინგები ჩატარდება

საქართველოს რეფორმების ასოციაცია, დღეს მარნეულში (დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში) და ხვალ, 5 აგვისტოს სოფელ სართიჭალაში ადგილობრივი მოსახლეობისათვის ევროატლანტიკური ინსტიტუტების და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხების შესახებ ტრენინგს გამართავს.
ტრენინგს, საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელი ელენე ხოშტარია ჩაატარებს. მასზე შემდეგი საკითხები განიხილება: ევროკავშირის/ნატოს ინსტიტუტები და ინსტრუმენტები; საქართველო ევროკავშირის/ნატოს/რუსეთის ურთიერთობები; ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკა; ევროატლანტიკური ღირებულებები, ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ მითები საქართველოში.
ღონისძიების მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ მასწავლებლები, ადგილობრივი ორგანიზაციები, მუნიციპალიტეტების, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები, ადგილობრივი მას მედია, რელიგიური ჯგუფები და ექიმები.
აღნიშნული პროექტის "რატომ ევროპა?-ეთნიკური უმცირესობები ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად" ფარგლებში ტარდება, რომელსაც ახორციელებს საქართველოს რეფორმების ასოციაცია ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ხელშეწყობით, "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" პროექტის ფარგლებში. ეს უკანასკნელი დაფინანსებულია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ და ახორციელებს საქართველოს გაერო-ს ასოციაცია (UNAG).

























