ფინანსთა სამინისტრო ყაზბეგის საბაჟოზე არსებულ მდგომარეობაზე ფოტომასალას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტრო  ყაზბეგის საბაჟოზე არსებულ მდგომარეობაზე ფოტომასალას ავრცელებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებულ მდგომარეობაზე ფოტომასალას ავრცელებს. ფოტოებით ირკვევა, რომ დატბორილია საბაჟო-გამშვები პუნქტის ტერიტორია და შენობა-ნაგებობები.

ფოტომასალა საბაჟო  გამშვებ პუნქტზე დამონტაჟებული ვიდეოკამერებით არის გადაღებული. ფოტოებზე ჩანს, რომ წყლით არის დატბორილი შენობები, გამშვები პუნქტი, სამუშაო ოთახები, მიმდებარე ტერიტორია. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საბაჟოს ტერიტორიიდან თანამშრომლები უსაფრთხო ზონაში, ლარსის სამონასტრო კომპლექსში არიან გადაყვანილი.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით კი, დიდია ალბათობა, რომ დაზიანებულია ტექნიკა და სამუშო ინვენტარი. მათივე ინფორმაციით, დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო საბაჟო გამშვებ პუნქტზე მუშაობა შეჩერებულია.

დარიალის ხეობაში მეწყერი წუხელ ჩამოწვა. ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.