დღეს ანჩისხატობაა

დღეს ანჩისხატობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანჩისხატობას დღესასწაულობს. მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ან როგორც მას საქართველოში უწოდებენ, პირი ღვთის ხატი, ქრისტიანობის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს. სასწაულმოქმედი ხატის შექმნა უშუალოდ უფალ იესო ქრისტეს უკავშირდება.

ქალაქ ედესის მთავარმა ავგაროზმა უფალს მისწერა, თუ მისი სნეულებისგან განკურნავდა, მის ყოველ ნებას აღასრულებდა და ურიებისგან დევნილ ქრისტიანებს თავის სამეფოში შეიფარებდა.

იესო ქრისტემ საპასუხოდ ლოცვა-კურთხევის წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ მისვლას ვერ შეძლებდა, რადგან თავისი დიდი საქმე ჰქონდა აღსასრულებელი. მაშინ ავგაროზმა კარის მხატვარი გაგზავნა, რათა ქრისტეს სახე დაეხატა და მისთვის ჩამოეტანა. მრავალი მცდელობის მიუხედავად, მხატვარმა მაცხოვრის სახის დახატვა ვერ შეძლო. მაშინ იესომ მას ტილო გამოართვა და სახეზე მიიფარა. ტილოზე უფლის სახე სასწაულებრივად აღიბეჭდა.

უფლის ხელთუქმნელი ხატი ედესაში ჩაასვენეს. ავგაროზი ექვსწლიანი მძიმე ავადმყოფობისგან ხატთან ერთი შეხებისთანავე განიკურნა.

VII საუკუნეში ედესას არაბები შეესივნენ. არაბებისგან დასაცავად ბერძნებმა ხელთუქმნელი ხატი ედესიდან კონსტანტინეპოლში გადააბრძანეს და წმინდა სოფიას ტაძარში დაასვენეს.

VIII-IX საუკუნეებში, როცა ბიზანტიაში ხატმებრძოლეობა დაიწყო, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი კლარჯეთში, კერძოდ, ანჩის საეპისკოპოსო ტაძარში გადაასვენეს. ანჩში მთელი ქართველი ერი მიდიოდა დიდებული ხატის თაყვანსაცემად და მისგან წყალობის მისაღებად. 1194 წელს თამარის ბრძანებით ხატი სახელგანთქმულმა ოსტატმა ბექა ოპიზარმა მოჭედა.

თამარის გარადაცვალების შემდეგ ტაო-კლარჯეთს მძიმე დრო დაუდგა. ურჯულოთა შეურაცხყოფისგან დასაცავად მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ანჩიდან ჯერ ახალციხეში, შემდეგ კი თბილისში ჩამოასვენეს და საკათალიკოსო ტაძარში დააბრძანეს. ამის შემდეგ ამ საკათედრო ტაძარს, რომელიც მე-7 საუკუნეში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე აშენდა, ანჩისხატის ტაძარი ეწოდა.

კომუნისტური რეჟიმის დროს ანჩისხატი ხელოვნების მუზეუმში გადააბრძანეს. უფლის ხელთუქმნელი ხატი დღემდე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება და მუდმივმოქმედ ექსპოზიციაშია გამოფენილი.

დღეს ასევე მარტყოფში წმ. ასურელი მამა ანტონ მარტყოფელის ხსენებას დღესასწაულობენ.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს