„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება

„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მეორე ინსტანციამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კომპანია „ჩირინას“ საჩივარი, შედეგად:

  • სასამართლომ გააუქმა ვალდებულება, რომელიც „ჩირინას“ აკისრებდა „ყვარლის ბაგისთვის“ მიუღებელი შემოსავლის - 3.1 მილიონამდე ლარის - გადახდას;
  • მეორე მხრივ, სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მეფრინველეობის ფერმამ „ყვარლის ბაგას“ საქონლის სიკვდილიანობით მიღებული ზარალი - 1,6 მილიონი ლარი - უნდა აუნაზღაუროს.

სააპელაციო სასამართლომ დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ შედეგი გამოაცხადა, დასაბუთებული გადაწყვეტილება კი მხარეებს მოგვიანებით გადაეცემათ.

კომპანია „ჩირინა“ არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და საქმეს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

„საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ „ჩირინამ“ „ყვარლის ბაგასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი დაარღვია. ერთი მხრივ, სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა, რომ ჩვენ „ყვარლის ბაგის“ მიუღებელ ზარალში არაფერ შუაში ვართ და დავალიანება 1.6 მლნ ლარამდე შეამცირა, მაგრამ ჩვენ აქაც გვაქვს კითხვები, რადგან „ჩირინას“ ძროხების სიკვდილიანობაში ბრალი არ მიუძღვის. მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენ დავარღვიეთ ხელშეკრულება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უზენაესი სასამართლო ამასაც გააუქმებს. დაველოდებით მოსამართლეების მიღებულ გადაწყვეტილებას დოკუმენტურად და ამ გადაწყვეტილებას მომდევნო ინსტანციაში გავასაჩივრებთ“,- რევაზ ვაშაკიძე, „ჩირინას“ დამფუძნებელი.

მეორე ინსტანციის სასამართლო განიხილავდა საქმეს - „ყვარლის ბაგა“ „ჩირინას“ წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც მეცხოველეობის ფერმა „ჩირინასგან“ 4.7 მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე