ბათუმში კაიაკის ჩემპიონატი გაიმართა

ბათუმში კაიაკის ჩემპიონატი გაიმართა

ტოტალიზატორმა "ივერიაბეთმა" ბათუმში კაიაკის ჩემპიონატი გამართა. ჩემპიონატი Iveria Beach-ის ტერიტორიაზე ჩატარდა, რომელშიც რვა გუნდი მონაწილეობდა. შეჯიბრი მედიასაშუალებებს შორის გაიმართა, ჩემპიონატში მონაწილეობდნენ ბლოგერების, ასევე თავად მასპინძლებისგან შემდგარი გუნდები.

ჩემპიონატის ფარგლებში მონაწილე გუნდები ერთმანეთს კაიაკით 30 მეტრის დისტანციაზე ცურვაში შეეჯიბრნენ. რვიდან 3 საპრიზო ადგილის მფლობელი გუნდი გამოვლინდა. პირველ ადგილზე გუნდი "აქცენტი", მეორეზე "ბლოგერები", მესამეზე კი საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" გუნდი გავიდა.

"ივერიაბეთი 2014 წლის 5 ივნისს დაარსდა და ის სამორინე "ივერიას" ახალი ინტერნეტპროექტია.

"ჩვენ დაარსების დღიდან ვცდილობთ სპორტის გარკვეული სახეობის პოპულარიზაციას. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა გუშინ, ჩემპიონატი Iveria Beach-ის ტერიტორიაზე გამართული კაიაკის ჩემპიონატი, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტები ერთმანეთს 30 მეტრის დისტანციაზე ცურვაში შეეჯიბრნენ. გუნდებმა ძალიან კარგად იასპარეზეს, თუმცა მათ შორის 3 საუკეთესო გამოვავლინეთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" "ივერიაბეთის" მარკეტინგის მენეჯერმა თათუკა ჯავახიშვილმა.

"ივერიაბეთი" სპორტის სახეობების პოპულარიზაციის მიზნით მსგავსი ღონისძიების ორგანიზებას მომავალშიც გეგმავს. კაიაკი სანაპირო სპორტის ერთ-ერთი სახეობაა, რომლის პოპულარობა უფრო და უფრო იზრდება.

(R)