კალათბურთის სამოყვარულო ლიგის 2014-2015 წლის სეზონის პრეზენტაცია დღეს გაიმართება

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში, დღეს კალათბურთის სამოყვარულო ლიგის 2014-2015 წლის სეზონის პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, კალათბურთის სამოყვარულო ლიგის დამფუძნებლები ჟურნალისტებსა და დაინტერესებულ პირებს ჩემპიონატში გუნდების სარეგისტრაციო ვადებსა და თამაშების დაწყების დროსა და ადგილს გააცნობენ.

პრესკონფერენციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი დაესწრება.

ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 17 და უფროსი ასაკის მოყვარული მოთამაშეებით დაკომპლექტებულ გუნდებს.

მონაწილე გუნდების რეგისტრაცია 5 სექტემბერს დაიწყება და 25 სექტემბრამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება "კალათბურთის სამოყვარულო ლიგის" ვებ-საიტზე - www.gabl.ge.

სამოყვარულო ლიგის პარტნიორი და მხარდამჭერები არიან - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ასევე საქართველოს კალათბურთის ფედერაცია, რომელიც ლიგას მსაჯებით და მდივნებით უზრუნველყოფს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში