პროექტი "წიგნი ყველა სოფელს" ბორჯომის ხეობას ესტუმრება

პროექტი "წიგნი ყველა სოფელს" 9 სექტემბერს, ბორჯომის ხეობის სოფლებს ესტუმრება. "წიგნი ყველა სოფელს" - არასამთავრობო, სახელმწიფო , საქართველოს საპატრიარქოს და კერძო სექტორის ერთიანი ძალისხმევით და ორგანიზაციების ,,სტუდენტური ერთიანობის" და "წიგნის მეგობრების" ინიციატივით ხორციელდება.
მის ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, "ვისოლ ჯგუფის", საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის", "პალიტრა L"-ის, "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის", საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის და ქველმოქმედი საზოგადოების მხარდაჭერით, სვანეთის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის სოფლების სასკოლო თუ ცენტრალური ბიბლიოთეკები საჭირო წიგნებით მომარაგდება.
პროექტი რეგიონალური ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობაში წიგნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

























