ზურაბ კოპაძე გურიაში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდება

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ზურაბ კოპაძე მთავრობის წევრებთან ერთად აჭარიდან გურიაში გაემგზავრა.
უწყების ინფორმაციით, ისინი ინტენსიური წვიმის შედეგად დაზარებულ მოსახლეობას შეხვდებიან და ადგილობრივებს სამოქმედო გეგმას გააცნობენ.
"ბოლო ინფორმაციით, ოზურგეთში, სოფელ შემოქმედში მდინარე ბჟუჟა ადიდდა და სერიოზული პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ დატბორა სკოლა, ასევე საცხოვრებელი სახლები და წყალსაცავი, რომლითაც ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობას წყალი მიეწოდებოდა", - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

























