თუშეთის გზაზე ავარიას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

თუშეთის გზაზე ავარიას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ახმეტის გამგებელმა, ბექა ბაიდაურმა განუცხადა, ავტომანქანა, რომლის მგზავრებიც შემთხვევას ემსხვერპლნენ, თუშეთში ახმეტიდან მიემგზავრებოდნენ.

მისივე განმარტებით, ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა. ადგილზე საპატრულო პოლიციის, სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები და გამგეობის წარმომადგნელები ამ წუთებში მიემართებიან.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულები ახმეტის რაიონის სოფელ ალვანში ცხოვრობდნენ.