გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ზაზა დავითაია სცემეს

გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ზაზა დავითაია სცემეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" დაზარალებულმა განუცხადა, მას თავს "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები დაესხნენ. ჟურნალისტი თავს მძიმედ გრძნობს და როგორც თავად აცხადებს, ახლა სხვა დეტალებზე საუბარი ფიზიკურად არ შეუძლია. "თუ გადავრჩი, დეტალებს მერე მოგიყვებით", - აღნიშნა დავითაიამ.

მისი კოლეგა ჯაბა ხუბუა კი ამბობს, რომ დავითაიას ნეკნები აქვს ჩამტვრეული და ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. მისივე თქმით, ზაზა დავითაია რედაქციაში მიდიოდა, როდესაც შარტავას ქუჩაზე "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები თავს დაესხნენ. ხუბუას ინფორმაციით, მათ შორის იყო "თავისუფალი ზონის" ერთ-ერთი ლიდერი ფარნაოზ ჭკადუა. "მომხდარს ვუკავშირებთ ზაზას აქტიურობას სოციალურ ქსელში, "თავისუფალი ზონის" წინააღმდეგ. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ზონდერბრიგადის, "თავისუფალი ზონის" პირდაპირი ანგარიშსწორება", - აცხადებს ჯაბა ხუბუა.

მისივე თქმით, ერთი თვის წინ, "თავისუფალი ზონის" წარმომადგენელმა ვაჟა მორგოშიამ დაურეკა ზაზა დავითაიას და ემუქრებოდა, რომ ბაჩო ახალაიაზე სტატიების წერისთვის თავი დაენებებინა.

მომხდართან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, რომ ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტზე გამოძიება ხულიგნობის მუხლით დაიწყო. გარდა ამისა, შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოცხადდა ინციდენტის ადგილზე და ატყობინებდა კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს მომხდარის შესახებ, როდესაც მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე დავით გოგოხიამ. ის დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე (პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა) და 187-ე (სხვისი ნივთის დაზიანება) მუხლებით. დავით გოგოხია "თავისუფალი ზონის" წევრია.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა