ქობულეთში 10 წლის ბავშვი მინის დაცემის შედეგად გარდაიცვალა

ქობულეთში, თამარ მეფის ქუჩაზე მშენებარე სახლიდან მინის ჩამოვარდნის შედეგად 10 წლის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში მოზარდს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ გვიან ღამით ის გარდაიცვალა. ახლობლები ბავშვის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებას ითხოვენ.

"14 ოქტომბერს, 15:00 საათზე შარაძეების ოჯახში პატრულის თანამშრომელი მივიდა და 10 წლის გურამ შარაძე იკითხა. ბავშვი მეზობლის ბავშვებთან ერთად თამაშობდა, რა დროსაც მშენებარე სახლიდან ჩამოვარდნილი მინა თავზე დაეცა. ბავშვს შუშის ნამსხვრევები ჰქონდა თავში 4 მილიმეტრამდე და მისი გარადჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს", - აცხადებენ ახლობლები.

გარდაცვლილი გურამ შარაძე რუსეთის მოქალაქეა. ბავშვი სამ და-ძმასთან ერთად ქობულეთში მამიდასთან და ბებია-ბაბუასთან იზრდებოდა. მისი მშობლები რუსეთში ცხოვრობენ და მძიმე დაავადების მქონე შვილს მკურნალობენ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა