სამხედრო მოსამსახურეები თბილისის 171-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები თბილისის 171-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ და დაწყებითი კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23-ე და სამთო-სადაზვერვო ბატალიონის ჯარისკაცებმა მოსწავლეებს ავღანეთიდან საპასუხო წერილები პირადად გადასცეს.

მათივე ცნობით, ავღანეთში მიმდინარე ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცებს წერილები ბავშვებმა რამდენიმე თვის წინ პროექტის - "წერილი ჯარისკაცებს" - ფარგლებში გაუგზავნეს.

თავდაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრის", ასევე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, თბილისის 171-ე საჯარო სკოლიდან ავღანეთში 200-მდე წერილი გაიგზავნა. სტუმრებმა მოსწავლეებს დღეს საპასუხო წერილები გადასცეს. ღონისძიების მონაწილეებმა ავღანეთში გადაღებული ვიდეოკადრებიც ნახეს.

სკოლის მოსწავლეებმა სამხედრო მოსამსახურეებისთვის ლექსები წაიკითხეს და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს. ავღანეთიდან დაბრუნებულმა ქართველმა ჯარისკაცებმა 171-ე სკოლას, ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართული კონტინგენტის სახელით, სიმბოლური საჩუქარი - საქართველოს სახელმწიფო დროშა უსახსოვრეს. ქართული დროშა ISAF-ის მისიის შესრულებისას, ავღანეთში, ერთ-ერთ ქართულ ბაზაზე ფრიალებდა. დღევანდელ ღონისძიებას "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორი ჯონი კვინიკაძე დაესწრო.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს