ირაკლი შიხიაშვილი რეგიონებში ვეტერანებთან შეხვედრებს განაგრძობს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი რეგიონებში ვეტერანებთან შეხვედრებს განაგრძობს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ამჯერად შიხიაშვილი სამცხე–ჯავახეთის რეგიონის ვეტერანებს ახალციხეში, მესხეთის დრამატულ თეატრში შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. სამსახურის ხელმძღვანელმა ვეტერანებს სამომავლო გეგმები გააცნო. ასევე მათგანაც სურვილები და თხოვნები მოისმინა.
ძირითადი აქცენტები გაკეთდა დასაქმებაზე, საყოველთაო დაზღვევის ექსკლუზიურ პაკეტსა და ვეტერანებისთვის სამკურნალო პირობების გაუმჯობესებაზე. ირაკლი შიხიაშვილი ვეტერანებს პრობლემების ინდივიდუალურად გადაწყვეტას დაჰპირდა. შეხვედრას ასევე დაესწრო სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ახალციხის მერი გიორგი კოპაძე.
შემდეგი შეხვედრები გურიასა და აჭარაში გაიმართება.

























