რუსთავში გაზის გაჟონვის შედეგად მთელი ოჯახი დაიღუპა

რუსთავში, წინასწარი ინფორმაციით, გაზის გაჟონვის შედეგად ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის ორი ბავშვი დაიღუპა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება , გარდაცვლილი არიან ცოლ-ქმარი და ორი მცირეწლოვანი შვილი – 2 წლის და 10 თვის ბავშვები.
ტრაგედია რუსთავში, მე-11 მიკრორაიონში, აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მოხდა.
გარდაცვლილები დღეს დილით იპოვეს. ადგილზე სასწრაფო და საპატრულო სამსახურების ეკიპაჟები მუშაობენ. ტრაგედიის ადგილზე იმყოფებიან რეგიონის და ქალაქის ადმინისტრაციების ხელმძღვანელებიც.
ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
იხილეთ ვიდეო: საზარელი ტრაგედია რუსთავში: გაზის გაჟონვის შედეგად მთელი ოჯახი დაიღუპა

























