გურჯაანის ერთ-ერთი სოფლის სკოლის დირექტორი სასწავლო პერიოდში მოსწავლის გაუპატიურების შემთხვევას გამორიცხავს

გურჯაანის ერთ-ერთი სოფლის სკოლის დირექტორი სასწავლო პერიოდში მოსწავლის გაუპატიურების შემთხვევას გამორიცხავს

გურჯაანის ერთ-ერთი სოფლის სკოლის დირექტორი სასწავლო პერიოდში მოსწავლის გაუპატიურების შემთხვევას გამორიცხავს და ამბობს , რომ გავრცელებულ ინფორმაციას მე-7 კლასელი გოგონას გაუპატიურების შესახებ ვერ დაადასტურებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დირექტორმა განუცხადა, ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს.

"სკოლის პერიოდში მსგავსი არაფერი არასდროს არ მომხდარა. დანარჩენზე, მითუმეტეს როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვნებს, ვერც ვისაუბრებ და ვერც ვერაფერს დავადასტურებ", - განაცხადა დირექტორმა.

გურჯაანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მე-7 კლასელი გოგონა გააუპატიურეს. არსებული ინფორმაციით გაუპატიურებაში მე-8 კლასელ ბიჭს ედება ბრალი, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაუპატიურებაში კიდევ ერთი მოსწავლე მონაწილეობდა. არასრულწლოვნები ერთი სოფლიდან არიან და ერთ სკოლაში სწავლობენ.

შსს-ს განცხადებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება მიიღეს და გამოძიება უკვე მიმდინარეობს.