კასპში სასურსათო მაღაზია დააყაჩაღეს

კასპში სასურსათო მაღაზია დააყაჩაღეს

კასპში, აღმაშენებლის ქუჩაზე სასურსათო მაღაზია დააყაჩაღეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი კასპიდან იუწყება, დანით შეიარაღებული ნიღბიანი პირი მაღაზიაში შეიჭრა და გამყიდველს ფული მოსთხოვა. გამყიდველმა თავდამსხმელს თავდაპირველად 70 ლარი მისცა, თუმცა თავდამსხმელმა დანის მუქარით დაახლოებით 300 ლარი წაართვა.

სასურსათო მაღაზიის მეპატრონის მარინა ლაცაბიძის თქმით, მაღაზიის გამყიდველის ნანა მირუაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დაყაჩაღების გამო ნანა მირუაშვილს სასწრაფო დახმარება დასჭირდა, ამჟამად იგი მკურნალობას სახლში გადის, თუმცა, თანამშრომლების მტკიცებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

"ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, დაახლოებით 300 ლარია გატაცებული. მაღაზიის გამყიდველმა, ჩემმა თანამშრომელმა ვერ შეძლო აღნიშნული პირის ამოცნობა, იქიდან გამომდინარე, რომ სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული. რამდენჯერმე მაღაზიის დახლზე მუქარის დროს დანაც დაურტყამს. ამ ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთულია, იგი მედიკამენტური მკურნალობის ქვეშაა. სავარაუდოდ, როგორც ექიმები ამბობენ, მის რეაბილიტაციას გარკვეული დრო დასჭირდება. Dვიმედოვნებ, რომ სამართალდამცავები შესაბამის ზომებს მიიღებენ და დამნაშავის ვინაობა დადგინდება, - განაცხადა მაღაზიის მეპატრონემ.