ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთში ახალი სატრანსპორტო ტერმინალი გახსნა

ფოთში დღეს ახალი სატრანსპორტო ტერმინალი გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინიტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ახალი სატრანსპორტო ტერმინალი 100 ახალ სამუშაო ადგილსა და 4 ჰექტარზე სასაწყობო ინფრასტრუქტურას მოიცავს.

მათივე ინფორმაციით, ტერმინალი "შაჰ-დენიზი-2"-ის ფარგლებში, სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოებისთვის საჭირო მილებისა და დანადგარების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

პრემიერმა დღეს პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ქართულ-ამერიკულ სატრანსპორტო კომპანია ,,პეის ჯგუფს" მისი განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "შაჰ-დენიზი-2" საერთაშორისო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც კიდევ უფრო მეტ გეოპოლოტიკურ დატვირთვას შესძენს, როგორც საქართველოს, ისე - მთლიანად კავკასიის რეგიონს.

"ეს პროექტი განიხილება, როგორც ახალი და ალტერნატიული სამხრეთის დერეფანი ევროპის ქვეყნებისთვის. დღეს საქართველოში არის ჯანსაღი და თავისუფალი გარემო ბიზნესის განვითარებისთვის, ხელსაყრელი პირობები ლოგისტიკური და გადამზიდავი კომპანიების ეფექტური ოპერირებისთვის", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ მთავრობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობისთვის მზად არის.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება