დავით ნარმანია – "სი თი პარკი" დიდი ხანი ვეღარ გაჩერდება თბილისში

"სი თი პარკი" დიდი ხანი ვეღარ გაჩერდება თბილისში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ "პალიტრა ტვ"-ს გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა.

საცობებისა და დედაქალაქის ქუჩების განტვირთვაზე საუბრისას, გადაცემის წამყვანის, მერაბ მეტრეველის შეკითხვაზე, რას აკეთებს "სი თი პარკი", დედაქალაქის მერმა უპასუხა, რომ "სითი პარკი" ფულს აკეთებს და მეტს არაფერს.

"სი თი პარკი" დიდი ხანი ვეღარ გაჩერდება თბილისში. ჩვენ ახლა მალე ვამთავრებთ "სი თი ფარკთან" გაფორმებული ხელშეკრულების სამართლებრივ და ფინანსურ ანალიზს და შესაბამის რეკომენდაციებს, რომელსაც ჩვენი დაკვეთით ახორციელებს უცხოური აუდიტორული კომანია "ერნსტ ენდ იანგი". მის დასკვნაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდგომოი ნაბიჯები. ძალიან კაბალური ხელშეკრულებაა, თუმცა "ერნსტ ენდ იანგ"-თან გაფორმებული ხელშეკრულება გულისხმობს, რომ მათგან მივიღოთ მიუკერძოებელი დასკვნა და რეკომენდაცია ამასთან დაკავშირებით. ერთი რამ, რაც ნამდვილად ვიცით და რაც ყველაზე მძიმეა - ეს არის ავტომანქანების საჯარიმო სადგომზე გადაყვანა. ანუ სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება, რასაც ხშირ შემთხვევაში დამატებით დისკომფორტი მოჰყვება. ეს ქალაქის ბიუჯეტზე არანაირად არ მოქმედებს, ანუ ის 60 ლარი, რასაც მოქალაქეები იხდიან, ქალაქის ბიუჯეტში არ შემოდის. ის 60 ლარი პირდაპირ "სი თი პარკის" ბიჯეტში ირიცხება, მხოლოდ 10 ლარიანი ჯარიმის ნაწილი შემოდის თბილისის ბიუჯეტში. ამიტომ ჩვენ "სი თი პარკთან" ძალიან მძიმე საუბარი გვაქვს და ასეთივე ფორმით გაგრძელდება, რომ მივაღწიოთ, რაც სჭირდება ქალაქს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

იხილეთ ვიდეო: "სითი პარკი" ფულს აკეთებს და მეტს არაფერს - დავით ნარმანია

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა