ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა

KASS LAND გრანდიოზული ატრაქციონების პარკი 4 ივლისს ბავშვების მხიარულების ეპიცენტრად იქცევა! მხოლოდ ამ დღეს, 13:00-დან 17:00 საათამდე ყველა ბავშვს ექნება შესაძლებლობა სრულიად უფასოდ ისარგებლოს პარკის ჯადოსნური ატრაქციონებითა და მათთვის სპეციალურად ორგანიზებული გასართობი პროგრამით. KASS LAND -ი აგრეთვე სხვადასხვა ბავშვთა სახლების ბინადრებსაც უმასპინძლებს და მათ დაუვიწყარ დღეს აჩუქებს.

წალკის კანიონის დაცული ტერიტორია საკულტო „ბრილიანტის ხიდით“, ებრაულ-ქართული საინვესტიციო ჯგუფის KASS GROUP-ს და სახელმწიფოს თანამშრომლობის შედეგად, რეგიონის სავიზიტო ბარათად იქცა. წალკის კანიონი 2025 წელს ორი მნიშვნელოვანი სიახლით - ატრაქციონების უზარმაზარი პარკითა და სასტუმრო კომპლექსით ხვდება. „დისნეი ლენდის“ პრინციპით გაშენებული ატრაქციონების ჯადოსნური პარკი KASS LAND საოჯახო გართობისთვის უკონკურენტო ადგილია.

KASS LAND რეზორტი მოიცავს:

  • ვიზიტორთა ცენტრს, კანიონში ჩასასვლელი თანმდევი ბილიკებით, რომელსაც ულამაზეს კასკადურ ჩანჩქერებამდე ჩაჰყავხართ;
  • უნიკალურ შუშის ხიდს, შუაში დაკიდებული ბრილიანტის ფორმის ბარით;
  • „ბაიკ ზიპლაინს“ და გიგანტურ საქანელას;
  • ღია „გარდენსსა“ და დახურულ „დაიმონდ“ რესტორანს;
  • ახლად გახსნილ 55-ნომრიან სასტუმროს, 3 „პენტჰაუზით“ და კანიონის პანორამული ხედით;
  • სასტუმროს ტიპის 62 „ვილაჰაუსს“;

ატრაქციონების პარკი მოიცავს:

  • 30 მეტრზე მოწყობილ წყლის ატრაქციას;
  • გიგანტურ სასრიალო ცისარტყელას;
  • თოკების ლაბირინთს;
  • აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე გრძელ ტრასაზე მოწყობილ კარტინგს უფროსებისთვის და ბავშვებისთვის;

KASS GROUP საქართველოში ტურიზმისა და ეკოტურიზმის მიმართულებით მსხვილ ინვესტიციებს 2016 წლიდან ახორციელებს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია წალკის კანიონის (ყოფილი დაშბაშის კანიონი) ტურისტული განვითარება, რომელიც უნიკალური გეოლოგიური და ეკოლოგიური ზონა და დაცული ტერიტორიაა. საინვესტიციო პროექტის ფარგლებში შეიქმნა თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელმაც რეგიონის პოპულარობა და შესაბამისად, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად განაპირობა. კანიონს დღემდე 250,000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია. წლიური ზრდის მაჩვენებელი კი 20-25%-ს აღწევს. ობიექტი ყოველდღიურად დაახლოებით 1000 ტურისტს მასპინძლობს. 2016 წლიდან დღემდე, KASS ჯგუფის ინვესტიციამ საქართველოში 200 მილიონ ლარს გადააჭარბა.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის