ამბროლაურის მაღაზიაში დამწვარი ქალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

ამბროლაურის მაღაზიაში დამწვარი ქალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

ამბროლაურის მაღაზიაში რამდენიმე დღის წინ დამწვარი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

როგორც მკურნალმა ექიმმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ქალბატონს მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული, რაც სხეულის 16%-ს შეადგენს.

,,პაციენტი ამბროლაურიდან ორი დღის წინ შემოიყვანეს. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და მკურნალობას ექვემდებარება. კიდევ რამდენიმე დღე უნდა დაჰყოს საავადმყოფოში, მას სხეულის 16% აქვს დამწვარი", - განაცხადა ექიმმა მალხაზ ასათიანმა.

შემთხვევა ამბროლაურში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ქალბატონს, რომელიც სასურსათო მაღაზიაში მუშაობდა, უცნობმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს, რის შედეგად მან სხეულის დამწვრობა მიიღო.