დავით საგანელიძე სპიკერატიდან და საკომიტეტო თანამდებობებიდან "თავისუფალი დემოკრატების" გადაყენების საკითხის დასმას აპირებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე პარლამენტის სპიკერატიდან და საკომიტეტო თანამდებობებიდან "თავისუფალი დემოკრატების" გადაყენების საკითხის დასმას აპირებს. გარდა ამისა, საგანელიძე გეგმავს, მმართველი გუნდის წინაშე აჭარის კვოტით დამტკიცებული ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის თანამდებობიდან გამოწვევის საკითხიც დასვას.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის ლიდერმა პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას ისაუბრა. როგორც საგანელიძე აცხადებს, "საპარლამენტო კვოტები, რომელიც არის უმრავლესობის, უნდა ჰქონდეს უმრავლესობას", რაც მისივე განმარტებით, ორ ვიცე-სპიკერსა და კომიტეტის თავმჯდომარეების თანამდებობებს ეხება.

"ალბათ ხედავთ, ბოლო ორი წელია პარლამენტი ყოველთვის დაძაბულ რეჟიმში მუშაობს. დარწმუნებული ვარ, ასეთივე დაძაბული იქნება საგაზაფხულო სესიაც – დატვირთული როგორც საკანონმდებლო ინიციატივებით, ასევე იმ საკადრო გადაწყვეტილებებით, რაც პარლამენტმა უნდა მიიღოს. ეს ეხება სასამართლოს სფეროს, მარეგულირებელ კომისიას და იმ სხვა სფეროებს, სადაც დანიშვნები პარლამენტის პრეროგატივაა. რაც შეეხება ვიცე-სპიკერის და კომიტეტის თავმჯდომარეების საკითხს, ვარ უმრავლესობის ლიდერი და ბუნებრივია, უმრავლესობის კვოტას ვიცავ, რაც დღეის მდგომარეობით, დარღვეულია, ამიტომ აღნიშნულ საკითხს დავაყენებ. ამ თემაზე ფრაქციებთან, პოლიტსაჭოზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა, მაგრამ საკითხს განხილვისთვის დავაყენებ", - განუცხადა ჟურნალისტებს საგანელიძემ.

მან აქვე აღნიშნა, რომ დეპუტატებს, რომელთაც საკითხი ეხება პირადად ძალიან დიდ პატივს სცემს, მაგრამ მისივე თქმით, "ამ შემთხვევაში საუბარია არა პირად სიმპატია-ანტიპატიაზე, არამედ პარლამენტის რეგლამენტზე, წესზე და კვოტებზე, რაც არის უმრავლესობის".

როგორც გუშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პარლამენტის საგაზაფხულო სესია ბევრი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო, პოლიტიკური, საკადრო გადაწყვეტილებით იქნება დატვირთული.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია