ვლადიმერ პუტინმა სომეხ ხალხს მიუსამძიმრა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გიუმრიში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სომხეთს მიუსამძიმრა.

კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც რუსეთის პრეზიდენტმა ღრმა მწუხარება გამოთქვა დაღუპულთა ახლობლებისა და მთლიანად სომეხი ერის მიმართ.

პუტინი დარწმუნებულია, რომ გამოძიება უმოკლეს ვადაში დასრულდება და დამნაშავეები კანონის ძალით დაისჯებიან. მისივე თქმით, რუსი ექიმები, სომეხ კოლეგებთან ერთად, ყველა საჭირო დახმარებას გაუწევენ 6 თვის სერიოჯა ავეტისიანს, რომელმაც სერიოზული ჭრილობა მიიღო. მოსკოვი მზადაა, გიუმრიში სამედიცინო თვითმფრინავი გააგზავნოს და ბავშვი სამკურნალოდ რუსეთში გადაიყვანოს.

გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის 6 წევრის მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის სამხედრო ვალერი პერმიაკოვია.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება