"ნოვაია გაზეტა" - გიუმრიში ექსტრემალურ ვითარებაში შინაგანი ჯარი შეჰყავთ

სომხეთის ქალაქ გიუმრიში, სადაც დღეს რუსი სამხედრო ჯარისკაცის მიერ დაჭრილი 6 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ბასტრიკინი გაემგზავრა. ამის შესახებ გამოცემა "ნოვაია გაზეტა" იუწყება, რომელიც სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქალაქში ექსტრემალურ ვითარებაში ხდება შინაგანი ჯარების გადასროლა.

გამოცემის ინფორმაციით, სომხეთის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები არ გამორიცხავენ, რომ ბავშვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გამო, ქალაქ გიუმრიში, შესაძლოა, ვითარება დაიძაბოს და ამან ახალ მასობრივ გამოსვლებს დაუდოს საფუძველი.

ამასთან, გაზეთი სომხეთის მთავრობაში სანდო წყაროებზე დაყრდნობით იმასაც აღნიშნავს, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი სამხედროს, ვალერი პერმიაკოვის სასამართლო პროცესი სომხეთში გაიმართება. თუმცა, მას რუსეთის სამხედრო სასამართლო გაასამართლებს. სასჯელს კი პერმიაკოვი რუსეთის ტერიტორიაზე მოიხდის.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება