გიუმრში, ავეტისიანების ოჯახზე თავდასხმის შედეგად დაჭრილი ექვსი თვის ბავშვი დაიღუპა

სომხეთის ქალაქ გიუმრში, ავეტისიანების ოჯახზე თავდასხმის შედეგად დაჭრილი ექვსი თვის ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"მიუხედავად ადგილობრივი და უცხოელი ექიმების ძალისხმევისა, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ჯანდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით", - ნათქვამია სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

12 იანვარს, გიუმრში, ავეტისიანების ოჯახის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმაში ეჭვმიტანილია რუსი სამხედრო ვალერი პერმიაკოვი. ავეტისიანების ოჯახზე თავდასხმას სომხეთში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციის მონაწილეები ვალერი პერმიაკოვისთვის სომხური მხარისთვის გადაცემას მოითხოვდნენ. აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 15 ადამიანი დაშავდა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს