ავეტისიანების ოჯახის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსი სამხედროს პროცესი საჯარო იქნება

სომხეთის ქალაქ გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის შვიდი წევრის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსი სამხედროს, ვალერი პერმიაკოვის სასამართლო პროცესი სომხეთში ჩატარდება და საჯარო იქნება. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ბასტრიკინმა ერევანში, სომხეთის პრეზიდენტ, სერჟ საგსიანთან შეხვედრისას განაცხადა.

ალექსანდრე ბასტრიკინის განცხადებით, რუსეთი და სომხეთი ერთად წარმართავენ გამოძიებას.

12 იანვარს გიუმრიში, ავეტისიანების ოჯახის თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. გუშინ გარდაიცვალა ოჯახის მეშვიდე წევრი - ექვსი თვის ჩვილი, რომელიც მძიმედ იყო დაჭრილი. ავეტისიანების ოჯახზე თავდასხმას სომხეთში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციის მონაწილეები ვალერი პერმიაკოვისთვის სომხური მხარისთვის გადაცემას მოითხოვდნენ. აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 15 ადამიანი დაშავდა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს