ომბუდსმენი სპეციალური პრევენციული ჯგუფის ახლად შერჩეულ წევრებთან სამუშაო შეხვედრას მართავს

სახალხო დამცველი სპეციალური პრევენციული ჯგუფის განახლებულ შემადგენლობასთან ორდღიან სამუშაო შეხვედრას მართავს, სადაც პრევენციის ეროვნული მექანიზმის ეფექტიან საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება.

პირველ ეტაპზე, საკონკურსო კომისიამ სპეციალური პრევენციული ჯგუფის 22 წევრი შეარჩია, მათ შორის: დახურული ტიპის დაწესებულებებში მონიტორინგის გამოცდილების მქონე რვა იურისტი, სამი სოციალური მუშაკი, ოთხი ექიმი, ორი ფსიქიატრი, სამი ექსპერტი დისკრიმინაციის საკითხებში, ორი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ექსპერტი.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც პრევენციის ეროვნული მექანიზმის ახლადშექმნილი საკონსულტაციო საბჭოს წევრებიც ესწრებიან, განსახილველი საკითხები მოიცავს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების უფლება-მოვალეობებს, თანამშრომლობის წესებსა და პირობებს, ასევე პროფესიულ ეთიკასთან დაკავშირებულ საკითხებს. შეხვედრის მიმდინარეობისას გაანალიზებული იქნება პრევენციის ეროვნული მექანიზმის წინაშე მდგარი გამოწვევები და გადაჭრის გზები, განხილული იქნება პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2014 წლის სამოქმედო გეგმა.

სახალხო დამცველი უახლოეს მომავალში გამოაცხადებს შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპს სპეციალურ პრევენციულ ჯგუფში დამატებით წევრების შერჩევის მიზნით.

სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებად შერჩეული არიან: თამარ ავალიანი, ნესტან ლონდარიძე, სალომე უგრეხელიძე, ხათუნა ბაგრატიონი, თამარ გაბიანი, კახაბერ გოგაშვილი, ეკა ქობესაშვილი, ზურაბ მახაშვილი, ნანა იდაძე, ნანა ქორიძე, ლალი წულეისკირი, ნათია გოგოლაშვილი, ოლღა კალინა, სოფია ნემსიწვერიძე, ირინა ფუტკარაძე, ზურაბ ფუტკარაძე, თეიმურაზ რეხვიაშვილი, ქეთევან გელაშვილი, ხათუნა ჭყოიძე, მაია ცირამუა, ქეთევან ფილაური, ირმა მანჯავიძე.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში