ირაკლი შიხიაშვილი გორში ვეტერანებს შეხვდა

ირაკლი შიხიაშვილი გორში ვეტერანებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი, ირაკლი შიხიაშვილი რეგიონებში ვეტერანებთან შეხვედრებს აგრძელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ვეტერანების საქმეთა სამსახურიდან აცნობეს, ამჯერად ის გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე–ახალგაზრდობის კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრში შიდა ქართლის ვეტერანებს შეხვდა.

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრას ათასზე მეტი ვეტერანი დაესწრო.

უწყების ხელმძღვანელმა მათ სამომავლო გეგმები გააცნო და ვეტერანებთან ერთად პრობლემატური და აქტუალური საკითხები განიხილა.

ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, ვეტერანებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საკანონმდებლო ინიციატივები სამსახურს უკვე გაგზავნილი აქვს მთავრობისთვის განსახილველად.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, სადაც ვეტერანებს საშუალება მიეცათ კითხვები პირადად დაესვათ.

შემდეგი შეხვედრა ქვემო ქართლში გაიმართება.