სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვის საკითხზე შეხვედრა მიმდინარეობს

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა მიმდინარეობს.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს, სადაც აღნიშნულ საკითხზე მსჯელობენ.

სამუშაო ჯგუფის ფარგლებში აზრი ორად არის გაყოფილი იმ კონსტიტუციური ნორმის გარშემო, რომლის მიხედვით, მოსამართლის უვადოდ განწესებამდე შესაძლებელია მისი 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნა. ერთი ნაწილის აზრით, მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით განწესების მექანიზმი კონსტიტუციაში უნდა დარჩეს. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ გამოსაცდელი ვადით განწესების მექანიზმი უნდა გაუქმდეს და მოსამართლეები პირდაპირ უვადოდ დაინიშნონ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს