ალექსანდრე ბარამიძე მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით განწესების მექანიზმის გაუქმების საფუძველს ვერ ხედავს

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე კონსტიტუციაში მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით განწესების მექანიზმის გაუქმების საფუძველს ვერ ხედავს.

როგორც ბარამიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხზე მორიგი სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერ უნდა მოხდეს შესწავლა, პრაქტიკაში როგორ იმუშავებს ახალი ნორმა.

"ჩემი აზრით, არავითარი საფუძველი ამ ცვლილების შეტანისთვის არ გვაქვს. ჯერ უნდა ვნახოთ ახალი ცვლილებები როგორ ამოქმედდება. რა საფუძველი არსებობს ახლა, რომ ის უნდა შეიცვალოს?" - განაცხადა ბარამიძემ.

რაც შეეხება მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის მოწინააღმდეგეთა არგუმენტს, რომ ეს მსოფლიოში არააპრობირებული პრაქტიკაა, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის მტკიცებით, მსოფლიო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ მოსამართლეები ზოგიერთ ქვეყანაში გარკვეული ვადით ინიშნებიან.

'"მათ შორის ეს ხდება ისეთ დემოკრატიულ ქვეყანაში, როგორიცაა გერმანია"', - აღნიშნა ბარამიძემ.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში მორიგი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია